10 სექტემბრიდან „იმედზე“ „სიცრუის დეტექტორის“ მომდევნო სეზონი დაიწყება. განახლებული სეზონის პირველი სტუმარი მარიკა ბაკურაძე იქნება.
„სამშაბათს, 10 სექტემბერს, “სიცრუის დეტექტორის” ახალ სატელევიზიო სეზონს მარიკა ბაკურაძის სტუმრობით ვიწყებთ“, – ვკითხულობთ გადაცემის ანონსში.
ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ მარიკა ბაკურაძე გულახდილად ისაუბრებს მის საქმიანობაზე, წარმატებაზე და ყოფილ მეუღლეზე, ვახო სანაიაზე.
„ვახოს ვეუბნებოდი, განა ვინ უნდა დაიბადოს, რომ შენზე მეტად შემიყვარდეს – მეთქი“, – ამბობს მარიკა ბაკურაძე გადაცემის ანონსში.