ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის განშორების შემდეგ, უკვე ოთხ თვეზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ვენსანმა მეუღლეს ევა გრინთან უღალატა. არც ტინა ერიდებოდა მამაკაცებთან გადაღებული ფოტოების გავრცელებას, თუმცა, ოფიციალურად არცერთი მათგანის რომანი არ დადასტურებულა.
და აი, ინტერნეტსივრცეში ახალი ვიდეო გავრცელდა, სადაც ტინა უცნობ მამაკაცთან არის დაფიქსირებული. წყვილი პარიზის ქუჩებში ერთმანეთს ეხუტება და ღამის კლუბისკენ ხელიხელჩაკიდებული მიემართება.
კომენტარებში წერენ, რომ მოდელი ამას ვენსანის საეჭვიანოდ აკეთებს, საზოგადოების ნაწილი კი ტინას ახალი სიყვარულის პოვნას ულოცავს.
„ეს რა დაკარგე ვენსან“ – ტინა კუნაკი სასწაულ ფოტოებს ავრცელებს
56 წლის ვენსან კასელიდან, 26 წლის ჰუგო კომტემდე – სიყვარული ტინა კუნაკიმაც იპოვა – უახლესი ფოტოები