ტინა კუნაკი და ვენსან კასელის განშორების შესახებ ცნობილი გასულ თვეს გახდა. ამ დრომდე უცნობია ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილის განხეთქილების მიზეზი.
56 წლის ვენსან კასელიდან, 26 წლის ჰუგო კომტემდე – სიყვარული ტინა კუნაკიმაც იპოვა – უახლესი ფოტოები
მიუხედავად სირთულეებისა პირად ცხოვრებაში, 26 წლის ტინა აქტიურად არის ჩართული თავის საქმიანობაში და არც თავის ტრადიციას ღალატობს, ლამაზმანმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა. ის რიო-დე-ჟანეიროში იმყოფება და დროს შესანიშნავად ატარებს. მოდელი მამაკაცების გარემოცვაში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს. მათგან ერთ-ერთი გახლავთ, ჰუგო კომტე. სწორედ მათ შესახებ წერს მედია აქტიურად, ტაბლოიდების ცნობით ტინას 26 წლის ვარსკვლავურ ფოტოგრაფთან რომანი აქვს.
„ტინამ აიწყვიტა და სულაც არ განიცდის ვენსანთან დაშორებას“, „მოსწონს მამაკაცების გარემოცვაში ყოფნა“,„ჰუგო კომტეც აქვეა“, – წერენ კომენტარებში.
„აქ უკვე ვეღარ იყო საქმე კარგად“ – ეული და დანაღვლიანებული ტინა კუნაკი ახალ ფოტოებს ავრცელებს