ორი თვის წინ, ვენსან კასელი და ტინა კუნაკი ერთმანეთს დაშორდნენ. ტინა სოციალურ ქსელში კვლავინდებურად აქტიურია და გამომწერებს შთამბეჭდავ ფოტოებს უზიარებს. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოდელის უკანასკნელი ფოტოების სერია მოხვდა. 26 წლის ლამაზმანს ლატექსის შავი კაბა აცვია, რომელსაც მან ტყავის ჩექმა შეუხამა. ტინას ვარცხნილობაც ახალი აქვს.
„ეს რა დაკარგე ვენსან!“, „ტინა შეუდარებელია“, „შოკის მომგვრელ ფორმაშია“, – წერენ კომენტარებში.
ტინა და ბიჭები – ვენსან კასელის ყოფილი გოგოს ცხელი ფოტოები
შეგახსენებთ, ვენსანმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის ყველა ფოტო წაშალა. მედია განშორების მიზეზად მსახიობის მხრიდან ღალატზე საუბრობს. ინსაიდერების ცნობით, მას რომანი 42 წლის მსახიობთან ევა გრინთან აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას სარწმუნოს ხდის კასელისა და გრინის ერთობლივი ფოტოებიც, რომელიც 56 წლის მსახიობის სოც.ქსელში უკვე მრავლად მოიპოვება. თუმცა მათი რომანი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
„ისე გადამიღე, რომ მიხვდეს ვინ დაკარგა“ – დადარდიანებული ტინა კუნაკი ახალ ფოტოებს ავრცელებს
„დარდისგან აღარ იცი რა გააკეთოს“ – ვენსან კასელთან განშორების შემდეგ ტინა კუნაკი ფოტოებს ავრცელებს