LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ვერ წარმოვიდგინე, რომ დამტოვებდა…ჩემთვის ეს საკონტროლო გასროლა იყო” – მძიმე სენით გარდაცვლილი პატარა ალექსის დედა მეუღლეზე

317
BeFunky-collage - 2022-11-17T002827.542

მძიმე სენით, სიმსივნის გამო გარდაცვლილი ალექსის დედა ნატალი ღვედაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში საკუთარ ისტორიაზე  და პირად პრობლემებზე საუბრობს.

როგორც ნატალი აღნიშნავს, შვილის გარდაცვალების შემდეგ მეუღლემ მიატოვა და ეს მისთვის კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იყო.

“იყო სიკვდილი და ღალატი. შვილის გარდაცვალების მეორე დღეს უბრალოდ ადგე და წახვიდე, ეს კიდევ ერთი შოკი იყო ჩემთვის. ასეთ დროს არ ველოდი. ჩემთვის ეს საკონტროლო გასროლა იყო, ბოლომდე რომ გინდა მოკლა ადამიანი. მითხრა, რომ ორი კვირით აპირებდა წასვლას. გამიკვირდა, რადგან მეგონა ერთად ვიგლოვებდით. ვიფიქრე, რომ მარტო ყოფნა უნდოდა. ბოლოს შეტყობინება მომწერა, რომ ვერ მოვიდოდა და ვეღარ ვიქნებოდით ერთად. ვერ წარმოვიდგინე, რომ დამტოვებდა. პანაშვიდზე უნდა მოსულიყო და მითხრა, რომ ვერ ახერხებდა. ჩავთვალე, რომ ძალიან ცუდად იყო. ორი წლის მანძილზე ზოგჯერ ვამართლებდი და ზოგჯერ მეცოდებოდა. ყველა პრიზმაში გავატარე. მილიარდი რამე ვიფიქრე. ბოლოს მივხვდი, რომ ამას გამართლება არ აქვს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მედალს ორი მხარე არ აქვს”, – საუბრობს ნატალი.

ამავე თემაზე:

ვიდეო: “თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ჯოჯოხეთში ნამყოფი” – მძიმე სენით გარდაცვლილი პატარა ალექსის და მისი დედის, ნატალი ღვედაშვილის ამბავი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები