ფეისბუქ-გვერდი „გამოსავალი“ გვიზიარებს ნიკა კოჩაროვისა და გიორგი სერგიას საუბრის ამონარიდს, სადაც მუსიკოსი პირველად საუბრობს საკუთარი ნარკოდამოკიდებულების შესახებ.
როგორც ვიდეოდან ჩანს, მან „გამოსავალს“ მიმართა და ნარკოდამოკიდებულება დაამარცხა.
„ეს უნდა გაჩერდეს… სიმართლე რომ გითხრა, გულწრფელად მოგიყვები, როგორ იყო. სახლიდან რომ გავდიოდი, მემშვიდობებოდნენ ხოლმე. ვიღვიძებდი სადღაც, ვიღაცასთან ბინაში, უკვე მოხმარებული…“