LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვინ არის თეთნულდიდან მოსრიალე კაცი, რომელმაც მრავალი ადამიანი ზვავში დაღუპვისგან იხსნა

179
მოთხილამურე მახო გიგანი

მახო გიგანი, რომლის თეთნულდიდან დაშვების ვიდეომ სოციალურ ქსელში რეკორდული ნახვები დააგროვა, ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

სპორტსმენის თქმით, ადამიანების შემდეგ, ყველაზე მეტად ამქვეყნად თხილამურები უყვარს.

მიხო გიგანს ჰყავს 6 წლის გოგონა და მეუღლე. სპორტსმენი ამბობს, რომ მის შვილსაც ისევე უყვარს სპორტის ეს სახეობა, როგორც მას თავად.

როგორც „სარკესთან“ მესტიის მკვიდრი, 40 წლის მოთხილამურე ამბობს, მისთვის მთიდან დაშვება ჩვეულებრივი ამბავია:

„სპორტის აკადემია დავამთავრე თბილისში, სხვათა შორის კარგი შედეგები მქონდა, მაგალითად მძლეოსნობაში, ცურვაში, მაგრამ ჩემთვის ფავორიტი მაინც თხილამური იყო და არის. ბოლოს მაინც თხილამურთან დავრჩი… თავმდაბლობას გამოვიჩენ და გეტყვით, რომ ყველგან მქონდა ცოტ-ცოტა შედეგი.

ახლა მაშველის ფუნქციასაც ვითავსებ და გამყოლისაც, ორივეს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. უამრავი რამ მინახავს ზვავში მიპოვია ადამიანები და გადამირჩენია. იმაზე დიდი სიამოვნება, რომ ადამიანს გადაარჩენ, არაფერია…

ჩემი თავი წარმომიდგენია 90 წლის, რომელიც იქნება დაბეჩავებული, დაბერებული, გამხდარი, მაგრამ თხილამურზე მდგარი და მოსრიალე…

ჩემი მეუღლე შეიძლება ეჭვიანობს კიდეც, ბევრჯერ უთქვამს, შენ კი ამბობ, ჯერ ადამიანები გიყვარს და მერე თხილამურები, მაგრამ მგონი თხილამურები მაინც პირველ ადგილზე გყავსო“, – ამბობს მახო გიგანი.

ვრცლად ინტერვიუ იხილეთ ჟურნალის „სარკე“ 19 მარტის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g