LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვუყურებდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი, როგორ მღეროდა იმ ფესვებზე, საიდანაც რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და თან როგორი ცხარე ცრემლებით…“ – ნინი წიკლაური ემიგრანტი გოგონას მიერ შესრულებულ „ფესვებს“ გვიზიარებს

229
ნინი წიკლაური

მომღერალი ნინი წიკლაური თავისი მოსწავლის, სტუდია „ციცინათელას“ მოწაფის, ირინოლა ურუშაძის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც „ფესვებიდან“ ცნობილ სიმღერას ასრულებს:

„დღეს ამ სიმღერის რიგით მესამე რეპეტიცია გვქონდა, წესით, ტექსტის ჩასმის რეპეტიცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის, რასაც კადრებში ნახავთ, ენით აიღწერელია… ირინოლას შესაძლებლობები უსასრულოა ზოგადად, მაგრამ დღეს ემოციამ იმდენად შეაღწია ამ ერთ ციდა ადამიანში, რომ ცრემლებად დაიღვარა… ვუყურებდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი, როგორ მღეროდა იმ ფესვებზე, საიდანაც რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და თან როგორი ცხარე ცრემლებით… მუსიკაში რომ ადამიანი იბადება, ეს ბავშვი ამისი მაგალითია… მადლობა, რომ ყველა ბგერას და უკვე სიტყვას ეფერები… ამერიკა, სტუდია „ციცინათელა” ემიგრანტი ბავშვი ამერიკიდან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g