LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: წალკის კანიონზე 240 მეტრის სიმაღლეზე გადაჭიმული მინის ხიდის გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება

807
80389983-111215500377750-4706890054511886336-n-2021-11-16-14-09-36-290197-e1637057387140

წალკის კანიონზე 240 მეტრის სიმაღლეზე გადაჭიმული მინის ხიდის გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება. რამდენიმე კვირის წინ პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ KASS LAND ოფიციალური ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორი იქნება ახალი ტურისტული ატრაქცია საქართველოში. ეს კადრები 15 იანვრით თარიღდება, შესაბამისად, გამოდის რომ მინის ხიდის გახსნამდე 50 დღეზე ცოტა მეტი რჩება.

შეგახსენებთ, წალკის, იგივე დაშბაშის კანიონის ნაწილი უკვე გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები წალკის კანიონზე არ შეჩერებულა. ამ ეტაპზე, დასრულებულია და გაიხსნა ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ, მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის შესახებ. ასევე მოეწყო კანიონში ჩასასვლელი ბილიკი, სიგრძით 1.5 კმ (ერთი გზა),  პანორამული გადმოსახედებით, საიდანაც კანიონის ულამაზესი ხედები იშლება.

როგორც იცით, საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე – წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. პროექტს ისრაელური კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება.

წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვარიელებელს. კანიონი ქ.თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g