LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: წყვილი, რომელთა შეხვედრის კადრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო: „ბედნიერებაა, როცა იცი, რომ უყვარხართ.. 32 წელია რაც ერთად ვართ“

1018
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ გვიზიარებს ისტორიას იმ წყვილის შესახებ, რომელთა შეხვედრის კადრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო. საუბარია ელიკო გუჯაბიძისა და გელა კიზირიას ოჯახზე.

სამშობლოში დაბრუნებულმა გელა კიზირიამ მეუღლეს სიურპრიზი მოუწყო და სრულიად მოულოდნელად ესტუმრა ოჯახს.

როგორც ირკვევა, გელა კიზირია პროფესიით მეზღვაურია და ოჯახთან განშორება გარკვეული პერიოდულობით უწევს ხოლმე.

რაც შეეხება წყვილის ისტორიას, როგორც თავად აღნიშნავენ, მათი სიყვარულის ისტორია ჯერ კიდევ მეოთხე კლასიდან დაიწყო.

„ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც შემოსავლის წყაროა, თუმცა ოჯახს ავტომატურად სცილდები.. მე არ მინახავს, როგორ წავიდა ჩემი გოგო სკოლაში, როგორ გაიზარდა.. შვილებთან დაახლოებასაც ვერ ასწრებ ისე იზრდებიან.. როცა სახლში ვარ, მთავარია ვიყოთ ერთად, თუნდაც მაღაზიაში ჩასვლა მოგვიწიოს, ვამბობთ, წამო, ერთად წავიდეთ..

 

? წყვილი, რომლის შეხვედრის კადრებმა სოციაური ქსელი დაიპყრო

? წყვილი, რომლის შეხვედრის კადრებმა სოციაური ქსელი დაიპყრო

? მეოთხე კლასიდან დაწყებული სიყვარულის ისტორია და მეზღვაურის დაბრუნების მოლოდინში მყოფი მეუღლე

? გაიცანით ელიკო გუჯაბიძისა და გელა კიზირიას ოჯახი

? სალომე კახეთელიძის სიუჟეტი

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on კვირა, 15 ოქტომბერი, 2023

 

ბედნიერებაა, როცა იცი, რომ უყვარხართ.. 32 წელია, რაც ერთად ვართ, ერთმანეთი მეოთხე კლასში გავიცანით.. მე 17 წლის, ელიკო კი 18 წლის იყო, როდესაც ცოლად მოვიყვანე..“

 

magti 5g