LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყოჩაღ მერაბ! როგორ სწორად დაანახვე საქართველო“ – სუხიშვილების არაჩვეულებრივი შესრულება და აღფრთოვანებული ნინა დრამა, რომელიც ქართული ცეკვის ელემენტებს სწავლობს

680
მერაბ დვალიშვილი ნინა დრამა

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს, ამერიკელ ბლოგერ ნინა დრამასთან ერთად სტუმრობს და სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობის დათვალიერების გარდა, ანსამბლ „სუხიშვილების“ არაჩვეულებრივ ცეკვას დაესწრო.

როგორც მერაბ დვალიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, ნინა დრამამ ქართული ცეკვის შესწავლაც სცადა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

გამოქვეყნებულ ვიდეოს ათასობით ნახვა და მოწონება აქვს.

„ბრავო ვინც ეს ტური დაგეგმა ❤️❤️❤️👌🏻 ყველაფერი ძალიან სანახაობრივი და საინტერესოა 👌🏻👏🏻👏🏻 ბევრ უცხოელს გაუჩნდება ამ ვიდეოების ნახვის მერე ჩამოსვლის სურვილი, დარწმუნებული ვარ ❤️❤️“, „მერაბი ნამდვილი ეროვნული სუფთა ქართველია, როგორ უყვარს თავისი სამშობლო, გაიხარე და გამრავლდი 👍💖“, „ყოჩაღ მერაბ 🇬🇪 როგორ სწორად გულში ჩამწვდომად დაანახე საქართველო 🇬🇪 ზუსტად ის დეტალები, რაც არასოდეს არ წარიშლება მისი გულიდან და მოგონებებიდან. ასე ღირსეულად და სწორად!!!“, „ყველა კადრზე გული მიჩუყდება..❤️❤️❤️ საუკეთესოდ წარმოაჩინა საქართველო… ჩვენი კულტურა, სტუმართმოყვარეობა… მერაბი ყველაზე თავმდაბალი და საუკეთესო ადამიანია ❤️❤️❤️🔥“, – აღნიშნავენ ვიდეოს კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g