ლილიანა გოჭოშვილს ქართული სოციალური ქსელების აუდიტორია უკვე კარგად იცნობს – გოგონა, რომელსაც ცოტა ხნის წინ თურქეთში ურთულესი პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა, საზოგადოებამ გამოჩენისთანავე შეიყვარა.
ოპერაციამ ლილიანას ცხოვრება შეცვალა. სოციალურ ქსელში მისი თითოეული გამოჩენა და ყოველდღიური ტრანსფორმაცია მოქალაქეებს აღაფრთოვანებს.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ლილიანა შესანიშნავად ხატავს, ამასთან, გოგონამ წარმატებული ოპერაციისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გორის სამხატვრო სკოლაში სწავლა განაახლა.
ახლახან ლილიანამ საკუთარ ნახატებთან ერთად გადაღებული ვიდეოები „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე გამოაქვეყნა, როგორც აღმოჩნდა, ის საკუთარ ნამუშევრებს ყიდის: „იყიდება დედა-შვილის პორტრეტი“, – წერს ლილიანა.
„ულამაზესი ნახატია“, „ძალიან ლამაზია“, „ყოჩაღ, ლილიანა!“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში.
@lilianaliliana2003 ♬ orijinal ses – Ehtiram
@lilianaliliana2003 იყიდება დედაშვილის პოტრეტი🥰💞💞💞
♬ original sound – ლილიანას ნახატები💞
