LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველა მე მადანაშაულებდა, შენი შვილების მკვლელი ხარო, მაგრამ არავის უკითხავს, ღამის 2 საათამდე რატომ ვიყავი ქუჩაში“ – რას ამბობს ზუგდიდში, ხანძრის დროს დაღუპული ტყუპების დედა

722
ზუგდიდი

12 აგვისტოს, ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ტყუპების დედა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

„შვიდი ტკივილიანი დღე გავიდა და მეზობლების ლანძღვა-გინების მეტი არაფერი მესმის… მშიერ-მწყურვალ ბავშვებს, მეზობლები რომ შეძლებისდაგვარად არაფერს ვაკლებდით, ჩვენზე მეტად გინდოდათ ასეთი სიყვარულით სავსე ბავშვების გადარჩენა?“ – მეზობელი ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

ის ეხმიანება ადგილობრივი მცხოვრებლების იმ განცხადებებს, რაც მედიაში ვრცელდებოდა და ამბობს, რომ მის შვილებს არასდროს უმათხოვრიათ და მათ საკვები არასდროს აკლდათ.

ვიდეო: „მშობლები დღეს წავიდნენ, დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა, ტყუპები 5 წლისები იყვნენ… უფროსი ბავშვები კიოდნენ, კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა,“ – რას ჰყვებიან მეზობლები ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

„ყველა მე მადანაშაულებდა: შენი შვილების მკვლელი შენ ხარო, მაგრამ არავის უკითხავს, ღამის 1, 2 საათამდე რატომ ვიყავი ქუჩაში.

მეზობლები ამბობდნენ, მეზობლები ვეხმარებოდით 5-5 ლარითო, ბავშვები მათხოვრობდნენო. ჩემს შვილებს არასდროს უმათხოვრიათ, მათ საკვები არასდროს ეკლდათ. სოციალური სამსახური კვირაში სამჯერ მამოწმებდა. ჩემს შვილებს საჭმელი რომ ჰკლებოდათ, ბავშვებს ვინ დამიტოვებდა. ორი ანგელოზი დამრჩა, ღია ცის ქვეშ დავრჩით“, – ამბობს ტყუპების დედა, რომლის კომენტარსაც საქველმოქმედო ფონდი – „შეცვალე სიყვარულით“ ავრცელებს.

„მე ვარ მარტოხელა ქალის დედისერთა შვილი… სანამ არაფერი ვიცით ოჯახზე მეზობლების კომენტარების გარდა, თავი შეიკავეთ იმ ქალის განსჯისგან, „ბავშვები სახლში მარტო როგორ დატოვა“, როცა მის ფეხსაცმელებში არ გიცხოვრიათ ერთი დღეც კი“ – რას წერს ჟურნალისტი ნინა ბაიდაური

„ყველამ ვნახეთ და მოვისმინეთ… უმძიმესად მოსასმენი! თუმცა ვერავინ პასუხობს, სად არის ამ დროს საზოგადოება, როცა ბავშვებს შიათ და სიბნელეში ცხოვრობენ!“ – რაზე წერს ჟურნალისტი მარი ჩიტაია

„ჩვენი ანგელოზები უფალთან გაფრინდნენ…გიორგი და გაბრიელი სიცოცხლით სავსე ანგელოზები“ – ჭითაწყარის საბავშვო ბაღი ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაღუპულებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g