„მადისაღმძვრელ პოდკასტში“ ნინო ჩხეიძე საუბრობს იმის შესახებ, რომ ადამიანებისგან ნაკლებად სწყინს რაღაცები, მას შემდეგ, რაც გაიაზრა, რომ წყენის თუ მოტყუების უფლებას სხვებს თავად ვაძლევთ.
„ყველაფერი ჩვენი ბრალია, აბსოლუტურად. იმიტომ, რომ შენ აძლევ ადამიანს იმის უფლებას, რომ არასწორად მოგექცეს, გაწყენინოს, ან შენ მოიქეცი ისე, რომ გაწყენინა. ვთქვათ, მოგატყუა ადამიანმა, ე.ი. შენ მიეცი ამის საშუალება და უფლება, ყველაფერი ჩვენი ბრალია, რაც გვემართება ცხოვრებაში. ეს რომ გავიაზრე, ყველა წყენა გამიქრა, რადგან ამ ადამიანებმა მე გამზარდეს…“
@madisagmdzvreli დღეს, 21:00 სთზე, ნინო ჩხეიძის სრული ეპიზოდი ✨♥️
♬ original sound – მადისაღმძვრელი პოდკასტი
