LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,ყველანაირი სტერეოტიპი ერთ დღეში ჩამომენგრა…ჩემი მეუღლის გამო ბევრი რამე დავთმე” – ნეკა დოროყაშვილი ოჯახის დანგრევის მიზეზებზე

2947
befunky-collage-2024-02-17t225006.935-2024-02-17_22-50-18_631777

მოდელი ნეკა დოროყაშვილი ,,ტვ პირველის” შუადღის გადაცემის სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც ოჯახის დანგრევის მიზეზებზე ისაუბრა.

,,ცივილური ურთიერთობისთვის ორივე მხარის მზაობა უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში ისტორიები განსხვავდება. მხარეები უნდა შეთანხმდნენ, რომ დაშლის შემთხვევაში ცივილიზებულად დაიშალონ. თითქოს ქალს აქვს იმის დიპლომატია, რომ ეს ყველაფერი დაალაგოს, მაგრამ ყველანაირი სტერეოტიპი ერთ დღეში ჩამომენგრა. შეიძლება ერთმა მხარემ აპატიოს, მაგრამ მეორემ არა.

ხშირ შემთხვევაში მეორე მხარე არ პატიობს ხოლმე პირველს, როდესაც მაგალითად ქალი მუშაობს, გადის გარეთ. ,,როგორ ჩემს გარეშეც ცხოვრობ?”…ეს სტერეოტიპები უნდა შეიცვალოს და თუ წყვილს ერთად ყოფნა აღარ უნდათ, გაუშვან ერთმანეთი. დაშორება ტრაგედია არ არის და ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ბავშვი არ უნდა დაისტრესოს. საქართველო მაინც ტრადიციების ქვეყანაა.

ჩემი მეუღლის გამო ბევრი რამე დავთმე. მეგონა რომ ოჯახის დანგრევა არ შეიძლება. დღეს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ჩვენ ისე დავიშალეთ, თითქოს ვიღაც ასაფეთქებელს რომ ჩააგდებს და ორივე სხვადასხვა მხარეს გარბის”, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g