LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველას უნდა ქალაქელი იყოს… თუ მალავ, საიდან ხარ წარმოშობით, ეს დიდი დანაშაულია სამყაროს და წინაპრების წინაშე…“ – თიკა ქოქაშვილი

142
2025-10-15_01-52-04_277470

„ფენ შუის“ სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარია.

მისი თქმით, ენერგეტიკულ დონეზე დიდი დანაშაულია წარმომავლობის დამალვა.

როგორც თიკამ აღნიშნა ქალაქელობა რატომღაც ყველას სურს, თუმცა წინაპრები და წარმომავლობა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„როდესაც ადამიანი არის გამოუვალ მდგომარეობაში, არის მომენტი, როცა კავშირს შენს წინაპრებთან ამყარებ. არ იცი, ისინი ვინ არიან, მაგრამ შენს საგვარეულო ხაზში არიან, შეიძლება არ იცნობდი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, შენ შეგიძლია, როგორც მფარველი ანგელოზები, დამხმარე ძალა იმ მომენტიდან ამოსვლაში დაგეხმარონ. ამის ძალიან ბევრი ფაქტია.

არიან ადამიანების კატეგორია, რომლებიც მალავენ წარმოშობას, სოფლის სახელს. ყველას უნდა ქალაქელი იყოს. ეს ძალიან დიდი დანაშაულია ენერგეტიკულ დონეზე. შენ თუ უპირობოდ არ მიიღებ შენს წინაპრებს… სამყაროში ყველაფერს ღმერთი ალაგებს.

როდესაც ხარ დიდ გასაჭირში და ცუდი პერიოდი გაქვს, შეგიძლია იქ წახვიდე, ზუსტად იმ მიწაზე, ფეხშიშველი დგომის პრაქტიკით, წინაპრებს და ამ მიწას მადლობა გადაუხადო. ენერგია მთლიანად გამოგყვება, სადაც იქნები, დაგეხმარება. ეს შეგიძლიათ გამოცადოთ და მიხვდებით, რომ მართლაც ძლიერი პრაქტიკაა“, – საუბრობს თიკა.

ვიდეო: საძინებელს მოვარიდოთ ცისფერი და ლურჯი ფერები, სარკეები და მცენარეები, როცა გვძინავს, ისინი ჩვენი ენერგიით იკვებებიან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g