მომღერალი სალომე კორკოტაშვილი (სასცენო სახელით სალიო) მეორე შვილს დედა გახდა. მას გოგონა შეეძინა.
„ყველაზე ლამაზი საშობაო საჩუქარი“, – წერს სალომე და შვილთან ერთად გადაღებულ ემოციურ კადრებს აზიარებს.
მომღერალი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
„სალომე, გილოცავთ ბედნიერი გოგო გაგეზარდოთ“,
„გილოცავ, ბედნიერი დედა ყოფილიყავი და ჯანმრთელი გოგო გაიზარდოს“, – წერენ მომღერლის გულშემატკივრები.