LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ყველაზე სახიფათო და ამაღელვებელი ფრენა მსოფლიოში – ცნობილი გერმანელი იუთუბერი მესტიის აეროპორტს ეწვია

84
maxresdefault

ადგილი, რომელიც უნდა მოინახულოთ – ცნობილი გერმანელი იუთუბერი მესტიის აეროპორტს ეწვია. ჯოშ კაჰილი ვიდეოს ნატახტრიდან იწყებს, საიდანაც მესტიაში შიდა ავიარეისით გადაადგილდა. ბლოგერი ამ ფრენას ერთერთ ყველაზე სახიფათო და რთულ ფრენად აფასებს, თუმცა აღფრთოვანებას არ მალავს და ამბობს, რომ მესტიაში ფრენა ერთ-ერთი ამაღელვებელი მომენტი იყო.

ბლოგერი ასევე დადებითად აფასებს მესტიის აეროპორტს. მისი თქმით, აეროპორტის შენობა მსოფლიოს ათ ულამაზეს აეროპორტს შორისაა.

„აქ სუფთა ჰაერი და ლამაზი ხედია, ეს ნამდვილად არის ის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ“, – ამბობს ჯოშ კაჰილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g