თბილისში „ზაფხულის ღამის ჯაზის“ 3-დღიანი ფესტივალი დაიწყო.
3-დღიან ფესტივალში, რომელიც უკვე მეექვსე წელია თბილისის ისტორიულ „არტოს ბაღში“ ტარდება, ყოველ წელს მონაწილეობენ როგორც დამწყები, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსები. წელს მსმენელის წინაშე 120-მდე მუსიკოსი წარდგება.
ფესტივალის მსვლელობისას გაიმართება მხატვართა ნამუშევრების, ხელნაკეთი აქსესუარების და რარიტეტული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის ორგანიზატორია მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART.
ფესტივალი თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 103, არტოს ბაღი.
ფესტივალის პირველ დღეს მსმენელის წინაშე წარდგნენ შემდეგი შემსრულებლები:
- დაჩი ცერცვაძის კვარტეტი
- Accidental Jazz Quintet
- ნიკუშა ჯანელიძის კვინტეტი
- დათო კაკულიას კვინტეტი
- ვანიანო, ერიკ ჯანიკიანი, გიორგი სამსონაძე, ჯორჯ მელი. სპეციალური მოწვევით ელენა ბევზ
- თბილისი-ნიუ იორკ ქონეშენს ტრიო და მარიკო ებრალიძე
- ზაზა მარჯანიშვილი, ჯორჯ მელი, დათო ჯაფარიძე, სპეციალური სტუმარი – იპეკ დინკ
- დათო ევგენიძის ბენდი