LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზაზა ბურჭულაძე: „მე ვამაყობ, რომ მიცხოვრია არა რობერტ სტურუას, არამედ ლეო ანთაძის ქვეყანაში…“

393
ზაზა ბურჭულაძე

მწერალი ზაზა ბურჭულაძე „მთავარ არხს“ საქართველოს ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ წინამორბედებს სისასტიკით გადააჭარბა:

„რეალობა გვაიძულებს ვიდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია და ქარიშხალი დღეს არის საქართველოში. ეს არის უმძიმესი დღეები საქართველოს ისტორიაში. ჩენი მზე ჩაყლაპა გველეშაპმა და ეს არ უნდა დარჩეს მის მუცელში. მონუსხული, მოხიბლული და გაოგნებული ვარ ჩვენი მომავალი თაობით, ახალგაზრდებით, რომლებმაც დაიწყეს ეს მუხტი, საიდანაც აგიზგიზდა… ის მოედო მთელ ქვეყანას. უსამართლობის განცდა, რომელიც თითოეულ ადამიანს გვახრჩობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს. აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას აქციებში აქაც…

შეფასება არის უმძიმესი – ეს აღარ არის მხოლოდ ერთი ადამიანის, ჯგუფის, უბნის ან ქალაქის ტრაგედია. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. ეს არის რეჟიმი, რომელმაც ყველა წინა რეჟიმს გადააჭარბა თავისი სისასტიკით. ეს არ არის „მხედრიონი“, ეს უარესია. ჯაბა იოსელიანი არ ყოფილა ასეთი ლაჩარი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. ის მოვიდა, როგორც ქველი, სინამდვილეში კი ის არის გველი…

„ქართული ოცნება“ დიდი ხანია იქცა ნაგვად, ხოლო ნაძვის ხე, რომელიც დადგეს, არის ნაგვის ხე…

ეს არის მათი მეთაურის გაცემული ბრძანებები, რომ აწამონ და დაასახიჩრონ ადამიანები. ისინი, ვინც ჩუმად არიან, გასუსულები და გატრუნულები, მათი ხელით სჯიან ახალგაზრდებს ხარება და სხვა უსახური არსებები, ჯოჯოები, გორილებს ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა, ცხოველებს შეურაცხყოფა მივაყენო… მგონი, გორილებს უფრო მეტი შეგნება აქვთ… დარბიან და ასახიჩრებენ მათ, ვისაც უკეთესი მომავალი უნდა…

რაც რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელმა თქვა, ასე მინდა ვუპასუხო – ბედნიერი ვარ, რომ აღმოვაჩინე ლეო ანთაძე, საერთოდ არ ვიცოდი ეს ადამიანი, 94 წლის ადამიანი ბევრ საღად მოაზროვნე ადამიანზე უფრო საღად აზროვნებს. მე ვამაყობ, რომ მიცხოვრია არა რობერტ სტურუას, არამედ ლეო ანთაძის ქვეყანაში…“

„დიდი რეჟისორია რობიკო სტურუა, მაგრამ რატომ აკეთებს ამას, არ მესმის, ვგმობ მის პოზიციას“ – ლეო ანთაძე

ვიდეო: „ახალგაზრდებს მოვუწოდებ, არ ჩააგონ ხმალი ქარქაშში, არ შეიძლება – საქმე რომ დაიწყეს, ბოლომდე უნდა მიიყვანონ და ასეც იქნება! ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება!“ – ლეო ანთაძის მიმართვა

რობიკო სტურუა: „რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში“

„არ მეგონა თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა. შეუძლოდ ვარ და როგორც კი გამოვკეთდები აუცილებლად შევუერთდები ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ ევროპულ საქართველოს!“ – ლეო ანთაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g