LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზაზა ფაჩულიას ძალიან შავი იუმორი ჰქონია“ – რა უთხრა სიდედრს ცნობილმა კალათბურთელმა

432
ზაზა ფაჩულია 1

ზაზა ფაჩულიას სიდედრი ზეინაბ დვალიშვილი „დღის პოსტს“ ესტუმრა და წამყვანები გაამხიარულა:

„სიდედრის და სიძის ურთიერთობაზეა – ზაზას თამაში რომ ჰქონდა, მოდიოდა შუადღეს, ისვენებდა და არ უნდა შეგვეწუხებინა. ცუცა თვეების არის და გარეთ გვყავს. ზაზა წასულია ვარჯიშზე. ცუცას ვასეირნებ და კვამლი გამოვიდა სახლიდან. სიგნალიზაცია ჩაირთო. ჩემი ბავშვების აღმზრდელმა გამოგვხედა, არ შეგეშინდესო. პოლიცია რა სისწრაფით მოვიდა, ვერ გეტყვით. სან ფრანცისკოა. მე ეზოში ვარ. იარაღებით ამოვიდნენ, სახლში შემოვიდნენ. ვდგავარ, ენა არ ვიცი, შეშინებული. დარწმუნდნენ, რომ არაფერი მოხდა. დაგვაჯარიმეს, რა თქმა უნდა და წავიდნენ. მოვიდა ზაზა. ვაიმე, ზაზა, გაიგე, რა მოხდა-მეთქი? დავიწყე წვრილად მოყოლა. ასე დამადგნენ იარაღებით-მეთქი… ზაზა მიყურებს – ვერ გესროლესო?“

ამ ამბის მოყოლის შემდეგ მანუ მურღულიამ აღნიშნა, რომ ზაზა ფაჩულიას ძალიან შავი იუმორი ჰქონია, ხოლო ირმა სოხაძემ დასძინა, რომ ამის მოსმენისას სახეზე ღიმილი შეაშრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები