LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზუსტად მის დაბადების დღეზე მოინდომა მისმა შვილმა გამოჩენა.. რამდენი ხანია, ველოდები, როდის დავინახავდი ამ სიხარულს ილოს თვალებში“ – ბლოგერი ნანა აროშიძე ორსულადაა

721
Untitled design (5)

ბლოგერი ნანა აროშიძე და მისი მეუღლე ილო ლობჟანიძე, რომლებიც რაჭაში ცხოვრობენ „ინსტაგრამზე“ სასიხარულო ამბავს გვიზიარებენ.

ილოს დაბადების დღეზე ნანამ სიურპრიზი მოუწყო და უთხრა, რომ ორსულადაა.

„რამდენი ხანია, ველოდები, როდის დავინახავდი ამ სიხარულს ილოს თვალებში და ზუუსტად მის დაბადების დღეზე მოინდომა მისმა შვილმა გამოჩენა. ასეთი საჩუქარი გაუკეთა მამიკოს.

ჯერ მხოლოდ პატარა წერტილია, მაგრამ უკვე ვხვდები, როგორი კეთილი და როგორი ჭკვიანია❤️

ღმერთო, მადლობა, რომ ასე გიყვარვართ.

ახლა ამბავს მოგიყვებით: წინა დღეებში სიმპტომებით უკვე ვხვდებოდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს? მაგრამ ტესტი ჯერ არ აჩვენებდა. 24-ში ილოს დაბადების დღე იყო, 23-ში საყიდლებზე რომ ჩავედით ონში, აფთიაქში საწოვარა ვიყიდე და დავმალე.

მააინც მქონდა ბოლო იმედი, რომ იიქნებ ღმერთი ზუსტად ილოს დაბადების დღისთვის გვინახავს ამ ამბავს და იქნებ, ყველაზე დიდ სიხარულს გვიმზადებს-მეთქი.

და ასეც მოხდა!

მანამდე რამდენი გამოვიარე, მაგაზე ცალკე მოგიყვებით, აქ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა ამ ქვეყანაზე, ღმერთის, რომელიც იიიისეთი კეთილია და ისე გაგიჟებით ვუყვარვართ, ჩვენთვის დაუჯერებელ სასწაულებს ახდენს ხოლმე..

პ.ს. არ გეგონოთ, სტუმრებმა იცოდნენ, ილოზე ადრე არავის ვეტყოდი? უბრალოდ, სანამ საწოვარა არ დაინახეს, აზრზე ვერ მოვიდნენ, რა ხდებოდა, რა საჩუქარი იყო ამისთანა, რომ ილო დანახვისთანავე აატირა,“ – წერს ნანა აროშიძე.

„საუკეთესო თანამშრომლები (დამხმარეები) მყვანან, არა?“ – ბლოგერი ნანა აროშიძე სახალისო კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: „ღმერთო, როგორი მადლობელი ვარ… შარშან შენს ჭიშკარს მოვადექი“ – რას წერს ვლოგერი ნანა აროშიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები