LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეოგადაღება საარჩევნო უბნებზე – რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს საარჩევნო სისტემაში – იაგო ხვიჩია “დღის თემის” ეთერში

58
იაგო ხვიჩია

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეთანხმება – როგორ შეიცვლება საარჩევნო სისტემა

“რადიო ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” იაგო ხვიჩიამ ცვლილებების ტექნიკურ ნაწილზე ისაუბრა. ხვიჩიას განცხადებით საარჩევნო სისტემაში აუცილებელია ტექნიკური ნაწილის დახვეწა. მისი თქმით აუცილებელია საარჩევნო ბიულეტინების თვლის პროცესის ვიდეო გადაღება, რაც ე.წ კარუსელისაგან დაზღვევა იქნება.

“უნდა არსებობდეს კარუსელისაგან დაზღვევის სისტემა, რომლის დახმარებითაც ადამიანი, ვინც უკვე ნამყოფია საარჩევნო უბანზე, მისი ამოცნობა მოხდება.” – განაცხადა ხვიჩიამ

მეორე საკითხი, რომელზეც იაგო ხვიჩიამ გაამახვილა ყურადღება, ესაა წარმომადგენლები საუბნო დონემდე. მისი განცხადებით, ცხრა პარტია, რომელმაც ერთ პროცენტიანი ბარიერი გადალახა, ეყოლება წარმომადგენელი ყველა უბანზე.

“ცხრა პარტიას, რომელმაც გადალახა 1% ბარიერი, ეყოლება საუბნო დონემდე წარმომადგენელი. წარმომადგენელი იქნება ფაქტობრივად ყველა კომისიაზე, რა კომისიაც არ უნდა იყოს ეს.” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“საარჩევნო პროცესში მთავარი არის ნდობა.”

იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმასთან ერთად თუ რა წერია შეთანხმებაში ტექნიკურად და შინაარსობრივად, მნიშვნელოვანია ოპოზიცია გამოუცხადებს თუ არა მას ნდობას და გამოაცხადებს თუ არა თანხმობას ასეთ პროცესში მონაწილეობის მიღებაში.

magti 5g