“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებამდე, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მოუწევს. მისივე თქმით, სოზარ სუბარის განცხადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში სერიოზულად არ განიხილავენ.
როგორც ბობოხიძემ თქვა, ეს არის განცხადება, რომელიც “ქართული ოცნების” მომხრეების გასამხნევებლადაა განკუთვნილი.
„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, სოზარ სუბარსა და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პასუხი გასცეს იმ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.
“ქართულ ოცნებას” მოუწევს იმ ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება, რა პრობლემებიც ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით გამოიკვეთა და რა პროცესებიც ძალიან მალე საქართველოში აქტიურ ფაზაში შევა. ასე რომ, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვილაპარაკებთ, ჩვენ მოგვიწევს და „ქართულ ოცნებას“ იძულებულს გავხდით ილაპარაკოს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს „ქართული ოცნებაც“ და მათ შორის, ოპოზიციური სპექტრიც, მზადებას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“. – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.