LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, ოპოზიციასთან დიალოგზე კი პოზიცია ურყევია: სოზარ სუბარი

131
BeFunky-collage (7)

დღეს “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, მზადება აქამდეც დაწყებული იყო, თუმცა ახლა დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, ასევე მერების კანდიდატებსა და მაჟორიტარების კანდიდატებთან დაკავშირებით:

“როგორც იცით, თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება,” – თქვა სუბარმა.

მისივე განცხადებით, სხდომაზე ასევე მთავარი განსახილველი საკითხი იყო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური საკითხები და მათ შორის, დიალოგი ოპოზიციასთან, რომელიც უნდა გადავიდეს სიღრმისეულ ეტაპზე:

“რამდენიმე დღის წინ მთელი ოპოზიცია ამბობდა, რომ არანაირი დიალოგი არ იქნება. მე ამაზე ვთქვი, რომ  ეს იყო ხელოვნურად აწეული სკანდალის მთავარი მიზანიც და მიზეზიც, თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის პოზიცია მკაფიოდ გამჟღავნდა და საქართველოს მიმართ საკმაოდ პოზიტიური გზავნილები იყო, ოპოზიცია იძულებული გახდა, შეეცვალა თავისი ლექსიკა, პოზიცია და დღეს ისევ დიალოგზე დაიწყეს ლაპარაკი.

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ურყევი, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არ აქვს, დათმობებს რაც შეეხება მაქსიმალური დათმობა არის “ქართული ოცნების” მხრიდან გაკეთებული, რომ ჩვენ მივდივართ ახალ არჩევნებზე, თუ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდა, რომ გაყალბება ერთ პროცენტზე მეტს აღწევს. მაგრამ ოპოზიცია ამაზე არ მოდის, ერთი მიზეზის გამო, მათ ძალიან კარგად იციან, რომ გაყალბება არ მომხდარა.” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისში განცხადებები კეთდება

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Wednesday, March 10, 2021

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g