LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ დააბრუნებს ოკუპირებულ ყირიმს“ – ლატვიამ რუსული ტელეარხები აკრძალა

148
Untitled design

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, ლატვიამ ქვეყანაში რუსული ტელეარხების მაუწყებლობა აკრძალა. 

გადაწყვეტილებით, რომელიც ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ მიიღო, იკრძალება 80 ტელეარხის მაუწყებლობა, რომელთა ყურება ჯერ კიდევ შესაძლებელია ბალტიისპირეთის ქვეყანაში.

გადაწყვეტილება ძალაში 9 ივნისს შევა და იმოქმედებს იმ დრომდე, “ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ დააბრუნებს ოკუპირებულ ყირიმს”.

“გადაწყვეტილება მიღებულია ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც ადგენს, რომ ლატვიაში არ შეიძლება მოქმედებდეს ქვეყანაში რეგისტრირებული პროგრამები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

აიკრძალა ისეთი არხების მაუწყებლობა, როგორებიცაა E TV, Ілюзіон+, “Кіно24”, “Світ ТВ”, “Полювання та риболовля”, “Перець”, “Російський Ілюзіон” та інші.

რუსული არხების, მათ შორის გასართობი არხების დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მედიის ეროვნულმა საბჭომ მარტის დასაწყისში მიიღო. გლობალ მედიამ, რომელიც ამ ტელეარხებს ლატვიაში გადასცემს, გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

29 აპრილს ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დაებრუნებინა რამდენიმე რუსული ტელეარხი, ლატვიაში. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საბჭო ვერ ამტკიცებდა, თუ როგორ და რა საფრთხეს უქმნიდა გასართობი არხები ლატვიის ეროვნულ უსაფრთხოებას.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები