LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიღაცა მოუვარდა, კვამლი ამოდიოდა, ცეცხლი იყო..“ – სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს სავარაუდოდ თავს დაესხნენ

371
fot

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს სავარაუდოდ თავს დაესხნენ. ორმხრივი სროლისას თავდამსხმელი დაიჭრა, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ყოფილი პოლიციელის დედა ერთ-ერთ მედიასთან ჰყვება, რომ თავდამსხმელს ოჯახი არ იცნობდა.

ოჯახის ინფორმაციით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი.

„ვიღაცა მოუვარდა, ჩემი შვილი თამაშობდა და დაესხა თავს.. ჩემი მეუღლე რომ მოვიდა, კვამლი ამოდიოდა, ცეცხლი იყო. მე არ ვიყავი.

არ ვიცი, არაფერი… მე არ ვიცნობ პირადად [თავდამსხმელს] და ლევანიც ამბობს, მე არ ვიციო, ასე გვითხრა ჩვენ. ჩემი შვილი დაკავებულია და მეტი არაფერი არ ვიცი. თავს იცავდა“, – ამბობს ყოფილი პოლიციელის დედა, რუსუდან საღარეიშვილი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, დამატებით დეტალებზე კი მოგვიანებით ისაუბრებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები