LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიკა ბუკია: „დღეს როცა პოლიეთილენის პარკებში გახვეული ბავშვები ამოიყვანეს, არაფერი მაინტერესებს გარდა იმისა: რომ უსასტიკესად დაისაჯოს ამის გამკეთებელი ცხოველი…“

1623
BeFunky-collage (6)

ჟურნალისტი ვიკა ბუკია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და წერს, რომ დამნაშავები პირები უსასტიკესად დაისაჯონ.

“გუშინ, ტრაგედიის პირველ საათებში, როცა ნანგრევებში ბავშვებს ვეძებდით, არაფერი მაინტერესებდა ამის გარდა: მაშველებს ამოეყვანათ ბავშვები. ყველა სხვა საკითხზე საუბარი უდროო იყო. არაეთიკური. მძიმე.

დღეს როცა პოლიეთილენის პარკებში გახვეული ბავშვები ამოიყვანეს და ნიშან-წყალიც არაა, რომ ნანგრევებს მიღმა სიცოცხლე შეიძლება იყოს, არაფერი არ მაინტერესებს გარდა იმისა: რომ უსასტიკესად დაისაჯოს ამის გამკეთებელი ცხოველი. და უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც წლების განმავლობაში ამ სიველურეს აფარებენ ხელს, მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტით. ახლა ამ კითხვების არდასმაა ზუსტადაც არაეთუკური.

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე დააკავეს 3 ადამიანი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე

კიდევ რამდენი ბავშვია ნაღმზე? კიდევ რამდენი ბავშვია ბეწვზე? კიდევ რამდენი ბავშვი ცხოვრობს 5სართულიან კორპუსში, რომელსაც 7 სართული დააშენეს თავზე?

კიდევ რამდენი ბავშვის სიცოცხლეს აიტანს ნაცნობობით გამონგრეული კედლები?
გარდაცვლილები კი არა, ცოცხლად დარჩენილებიც გამოსაგლოვი გვყავს ისეთი ხდება ქვეყანაში.

ადამიანმა ისე გამოაცალა საძირკველი ამხელა კორპუსს, არ აღმოჩნდა არავინ ვინც განგაშს ატეხდა. პატრონი არ გვყავს.
საცოდავი ბავშვები.

ბავშვები, რომელიც ნანგრევებისთვის და პოლიეთილენის პარკებისთვის გაწირეს.

ალბათ ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი, როგორც გამოიყურება ახლა ჩვენი ტელევიზორის ეკრანები”,- წერს ვიკა ბუკია.

ბათუმში, მეხანძრე-მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამ ეტაპზე ამოყვანილია ორი პირი, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში, ასევე ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 ცხედარი. ექიმების ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილი 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები