LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Villeroy&Boch-ის ექსკლუზიური კოლექცია Swarovski-ის კრისტალებით

93

Villeroy&Boch-მა ექსკლუზიური კოლექცია Swarovski-ის კრისტალებით წარმოადგინა. კოლექციის ავტორი, დიზაინერი სტივ ლეუნგი ტრადიციულმა ჩინურმა პეიზაჟურმა ფერწერამ – შან-შუიმ შთააგონა. შან-შუი ჩინურად ლანდშაფტს ნიშნავს და მთების და წყლის აღმნიშვნელი ორი იეროგლიფისგან შედგება.

Octagon-ისა და Squaro Crystals-ის სერიისთვის ლეუნგიმ  შან-შიუს საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოადგინა, სადაც მთებისა და წყლის სილუეტები Xirius Rose 5, 10 და 15-მილიმეტრიანი კრისტალებით შექმნა.

აბაზანის მოსაპირკეთებლად, დიზაინერმა თითქმის 5000 ტყავზე ხელით დატანილი კრისტალი, ნიჟარის დეკორის შესაქმნელად კი, შედარებით ნაკლები – 1000 კრისტალი გამოიყენა, რომელთაც განსაკუთრებული დამუშავების შემდეგ ბრილიანტის ბრწყინვალება მიანიჭა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g