LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვილნიუსის ცენტრში მანქანების რაოდენობა შემცირდება, ფეხით მოსიარულეთა ზონა კი გაიზრდება

124
vlnsnews

ვილნიუსის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ისტორიულ ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდოს, რათა ტერიტორია ფეხმავლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.

ძველ ქალაქში ტრანზიტული მოძრაობა საერთოდ აიკრძალება, კერძო ავტომობილები კი მხოლოდ 4 ზონაში დაიშვება და მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

ოფიციალური მონაცემებით, ვილნიუსის ცენტრში მოძრაობის 40% ტრანზიტზე მოდის, რაც ისედაც ვიწრო ქუჩებში საცობებს და დიდ დისკომფორტს ქმნის. არადა დედაქალაქის ცენტრი უკვე წლებია რაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.

ცვლილებები მაისის დასაწყისიდან დაიწყო. ოთხ ქუჩაზე ავტომობილთა გადაადგილება მთლიანად აიკრძალა, ერთ–ერთ ქუჩაზე კი მანქანებისთვის მხოლოდ პატარა ზოლი დატოვეს. გამოთავისუფლებულ ადგილებში საზაფხულო კაფეების მოწყობა იგეგმება.

დარჩენილი ცვლილებები ეტაპობრივად შევა ძალაში და მოძრაობის რეორგანიზაცია ივლისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

გარდა ამისა, ძველ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტებიც დაემატება და მოსახლეობას ელექტრო–ავტობუსები მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ კარანტინის გამო დაცლილი ქუჩები სხვა ევროპულმა ქალაქებმაც განაახლეს. მაგალითად, საფრანგეთის 100–ზე მეტ ქალაქში ველოტრასების დაგება დაიწყო. ველო–ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობს ასევე მილანი და ბრიუსელიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g