LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიმსახურებდი ოლიმპიურ მედლებს, რომელიც მომპარეთ… თქვენ გგონიათ, გამტეხეთ და დამამარცხეთ, მაგრამ ვერ! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას!“ – სანდრო ბაზაძე

241
სანდრო ბაზაძე

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მედალს იმსახურებდა და აღნიშნულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

სანდრო ბაზაძე ქართველ სპორტსმენებს გენო პეტრიაშვილს და ლაშა ტალახაძე ტალახაძეს ოქროს მედლების მოპოვებას ულოცავს და მათ მადლობას უხდის, რადგან უფრო მეტი მოტივაცია მისცეს, ებრძოლოს უდიდეს უსამართლობას.

„არ მინდოდა და არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!!! როგორი სამწუხაროა რომ არ მომეცით იმის საშუალება ის სიხარული მეგრძნო რასაც ნამდვილად ვიმსახურებდი და მეკუთვნოდა ყველაზე მეტად ამ სპორტში… ღმერთმა იცის რამხელა შრომა გავწიე მე ამ ყველაფრისთვის. იმედია სინდისი მაინც შეგაწუხებთ ოდესმე და აღიარებთ ამ არასამართლიანობას… ყველაფერი ხდება თურმე 2 ოლიმპიადა ისე გავიარე სადაც მე ნამდვილად ვიმსახურებდი იმ სიხარულს და გამარჯვებებს ოლიმპიურ მედლებს!!! რომლებიც მომპარეთ ეს უბრალოდ რეალობაა და ფაქტია..

თქვენ გგონიათ, რომ მე გამტეხეთ, რაც სულ გინდოდათ და დამამარცხეთ მაგრამ აარაა … ვერ!!!! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას …. მე დავბრუნდები კიდევ ისეთი ძლიერი როგორიც სულ ვიყავი და ამას ვამტკიცებდი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე… უამრავი დაბრკოლების და არასამართლიანი მსაჯების მიუხედავად…. მე ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი!!! ვერ გამტეხავთ !!!

მადლობა თითოეულ ადამიანს და ჩემ ქვეყანას ვინც გვერდში დამიდგა და მიდგას და მადლობა დღევანდელ დღეს ლაშას და გენოს რომლებმაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცეს რომ ვებრძოლო უდიდეს უსამართლობას! და ყველაფერი შესაძლებელია!!მე ვაგრძელებ და გავაგრძელებ ბრძოლას და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან მე სანდრო ვარ ბაზაძე და ეს იმას ნიშნავს რომ მე წაგებას არ ვეგუები და უსამართლობას !!!! ჰაჰა სასაცილო ის არის რომ არ წამიგია და ანუ უსამართლობას ვებრძვი და გავაგრძელებ და დავამარცხებ!!! მიყვარხარ საქართველო და ქართველნო!!! არ გაჩერდე, ყველაფრის მიუხედავად! ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს!!! ლაშა , გენო მიყვარხართ!!!“, – წერს სანდრო ბაზაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g