LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმუშავებ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ექთნის დამხმარედ-ნატა გაგუა

328
unnamed (1)

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში წერს, რომ მზად არის კლინიკაში, ექთნის დამხმარედ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იმუშაოს.

ნატა გაგუა აღნიშნავს, რომ ამავე კლინიკაში მკურნალობს დედამისი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს დედაჩემსაც ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარება”,- წერს ნატა გაგუა ფეისბუქში.

“დღეს გავიგე, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის არის ექთნის დამხმარის ვაკანსია. ამ განყოფილებაში უკვე 20 დღეა დედაჩემი იბრძვის სიცოცხლისთვის. მძიმე მდგომარეობაა, ექიმი, ბ-ნი ლევან ბესელია და, მისი გუნდი თავდაუზოგავად იბრძვიან პაციენტების გადასარჩენად.

ვიმუშავებ განყოფილებაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ვიქნები ექთნის დამხმარე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დედაჩემსაც ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარება და, ამას გარდა იქვე მწოლიარე სხვა პაციენტების (რამდენსაც შევძლებ) მოვლაში დაგეხმარებით”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g