LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ აგებს პასუხს 3 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე?

91

იაშვილის კლინიკაში, ჩუტყვავილას ვირუსით, 3 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე, მოკვლევა უკვე დაწყებულია, ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ხუციშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სააგენტომ საქმის შესწავლა, სავალდებულო შეტყობინების ფარგლებში, დაიწყო და პაციენტის ოჯახის წევრებს წერილობითი ფორმით არ მიუმართავთ.

”ჩვენ შევისწავლით როგორც ინფექციურ საავადმყოფოში ასევე იაშვილის კლინიკაში გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხს. წინასწარ ვერ გეტყვით, რა დრო დაჭირდება მოკვლევას, მაგრამ შევეცდებით, საქმის განხილვა შემჭიდროვებულ ვადებში დავასრულოთ” – განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სამედიცინო პერსონალს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, დაფიქსირდა თუ არა დარღვევები ინფექციურ საავადმყოფოსა და იაშვილის კლინიკაში და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, პროფესიული პასუხისმგებლობის რა ზომა შეესაბამება მომხდარ შემთხვევას.

”ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საექიმო საქმიანობის შესახებ კანონი დარღვევებზე ითვალისწინებს წერილობით გაფრთხილებას, სერთიფიკატის შეჩერებას 1-დან 6 თვემდე ვადით ან სერთიფიკატის გაუქმებას” – განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები