მილიარდერმა ილონ მასკმა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად SpaceX-ში 14 წლის კაირან ქუაზი დაიქირავა. ახალი თანამშრომლები კომპანიაში დასაქმებულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იქნება. მედიის ცნობით, კაირან ქუაზი კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის შესწავლა 11 წლის ასაკში დაიწყო და ივნისში კი სანტა კლარას უნივერსიტეტს დაამთავრებს კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის სპეციალობით.
ახალგაზრდა Starlink-ში, ინტერნეტ განყოფილებაში მუშაობას ივლისიდან დაიწყებს.
მისი თქმით, აღფრთოვანებულია SpaceX-ში მუშაობის დაწყებით და იმედოვნებს, რომ გამოიყენებს თავის უნარებს, რათა დაეხმაროს კომპანიას მიაღწიოს დასახულ მიზანს – უმოკლეს დროში გაგზავნოს ადამიანები მარსზე.