წელს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, „ოსკარის“ მიღებისთვის 5 ქალბატონი იბრძოლებს. ესენი არიან ქეით ბლანშეტი, ჯენიფერ ლოურენსი, შარლოტა რემპლინგი, საოირს რონანი და ბრი ლარსონი. რაც ეხება ამ უკანასკნელს, ის წარდგენილია ლენი აბრამსონის დრამით „ოთახი“, სადაც ლარსონმა 7 წლის წინ გატაცებული გოგონას როლი განასახიერა, რომელიც ჩაკეტილ ოთახში 5 წლის ვაჟს ზრდის. მან უკვე მიიღო კრიტიკოსთა მთავარი პრიზი და ასევე „ოქროს გლობუსი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ გამარჯებას კინოკრიტიკოსები ოსკარზე.
ჩვენ მოვიძიეთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი 26 წლის ბრი ლარსონზე:
1. ბრი ლარსონმა კარიერა „დისნეიდან“ დაიწყო
ის ასრულებდა მთავარ როლს ბევერლი მიტჩელთან ერთად „დისნეის“ ფილმში „ვარსკვლავური შოსე“ 2003 წელს
2. ის კარგად მღერის
ბრი ლარონს 2005 წელს გამოშვებული აქვს ალბომი Finally Out of P.E
3. ბრი ლარსონი ფლობს ფრანგულ ენას.
ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ საუბარი ფრანგულ ენაზე დაიწყო და მხოლოდ მოგვიანებით ისწავლა ინგლისური
4. ბრი ლარსონი მისი ფსევდონიმია
5. მსახიობის ნამდვილი სახელია ბრიანა საიდონ დესოლნერსი. ლარსონი მისი ბებიის გვარი იყო
6. იყო დრო როცა კამერის მიღმა მუშაობდა
ის მოკლემეტრაჟიანის ფილმის, „რუქის“თანარეჟისორია, რომელმაც მიიღო სპეციალური პრიზი „სანდენსის “ კინოფესტივალზე
7. მას ჰყავს ბევრი ვარსკვლავი მეგობარი
მისი საუკეთესო მეგობრები არიან შეილინ ვუდლი, კრისტენ სტიუარტი და ენი ჰეთევეი.