LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის და რა ბიზნესი აქვს შალვა პაპუაშვილის მეუღლეს – პარლამენტის თავმჯდომარის უცნობი ამბები

3037
შალვა პაპუაშვილი

2021 წლის 29 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავას გადადგომის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.

„ფორტუნამ“ გადაწყვიტა, გიამბოთ პარლამენტის თავმჯდომარის პირად ამბებზე.

პარლამენტის თავმჯდომარეს მეორე შვილი შეეძინა – რა დაარქვეს პატარას

45 წლის პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე 36 წლის გვანცა სუთიძეა.

როგორც შალვა პაპუაშვილის ბოლოს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, გვანცა საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს და ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წამყვანი სპეციალისტია.

მას აქვს საკუთარი ბიზნესიც და  „გზირიანის მარანის“ 50%-ს ფლობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში როგორც მთავარმა სპეციალისტმა 11 583,6 ლარი გამოიმუშავა.

 

 

 

 

დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს გვანცა სუთიძის სახელფასო ანგარიშზე სულ 303,46 ათასი ლარი დაირიცხა. მისი ფულადი დანაზოგი 5000 EUR-ს შეადგენს.

შალვა პაპუაშვილის მეუღლის საკუთრებაშია 2008 წელს 30 000 ლარად შეძენილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში პაატა სააკაძის ქუჩაზე და იმავე მისამართზეა სუთიძის 100%-იან მფლობელობაში 2008 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი.

პაპუაშვილის მეუღლის საკუთრებაშია ამბროლაურის სოფელ კაჩაეთში მდებარე 750 კვ.მ ფართის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მას 2020 წელს აჩუქეს.

წყვილს ორი შვილი ჰყავს. 11 წლის ელენე და რამდენიმე თვის ალექსანდრე.

 

 

 

 

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც დეკლარაციიდან ხდება ცნობილი არის ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასოცირებული პროფესორია. პაპუაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

ამ საქმიანობაში პაპუაშვილმა გასულ წელს 27258,09 ლარი გამოიმუშავა.

შალვა პაპუაშვილი უმცროს ალექსანდრესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

შალვა პაპუაშვილი და გვანცა სუთიძე 2012 წელს დაქორწინდნენ. 2013 წელს მათი პირველი შვილი, ელენე დაიბადა.

 

 

„ერთმანეთი „თბილისობაზე“ გავიცანით. საერთო სამეგობრო წრე გვყავს, საბოლოოდ, ჩვენი გზები 2011 წელს გადაიკვეთა და 2012 წელს დავოჯახდით.

შალვა არის ძალიან ინტერესიანი, რამე იდეას თუ ჩაეჭიდა, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.

რაც მთავარია, ყველა საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და ყველაფერი მარტივად გამოსდის“, – იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში პაპუაშვილის მეუღლე გვანცა სუთიძე.

 

 

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა , 1-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

 

magti 5g