LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ფოტოზე გამოსახული – “ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს წარადგენს

81
ერყე

დღეს “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატს წარადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, წარდგენა მთაწმინდის პარკში გაიმართება. ღონისძიება 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

„ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი.

მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად პარტიამ კაცის სილუეტის ფოტო გამოაქვეყნა.

სავარაუდოა, რომ კანდიდატი დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე იქნება.

 

ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები ქვეყნააში 2021 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშვებული შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, თუ ამ არჩევნებზე მმართველი პარტია ხმათა 43%-ს ვერ მიიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები