LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის მამაკაცი, ვისაც უმა თურმანი ასე ვნებიანად კოცნის (ფოტო)

196

კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ Cinema Against AIDS-ის გალა-წვეულებაზე უმა თურმანი ერთ-ერთი საპატიო სტუმარი იყო. 46 წლის მსახიობი ულამაზეს ვარდისფერ კაბაში გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. წვეულების ყველაზე საინტერესო მომენტი კი აღმოჩნდა უმა თურმანის ვნებიანი კოცნა. მამაკაცი კი ვისაც მსახიობი კოცნიდა, გახლდათ ლაპო ედუარდ ელკანი, რომელიც ლეგენდარული ჯანი აგნელის შვილიშვილია. სწრედ აგნელი გახლავთ Fiat Automobiles-ის დამფუძნებელი.

ცნობილი ბიზნესმენისა და მსახიობის კოცნა შემთხვევითი არ ყოფილა. ამ უკანასკნელმა წვეულებისას გამართულ აუქციონზე დიდი თანხა გადაიხადა და საყვარელ მსახიობთან კოცნის უფლებაც მიიღო. სწორედ ეს მომენტი აღბეჭდეს ფოტოგრაფებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g