LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის სტუდენტი, რომელმაც ღონისძიებაზე სიურპრიზად გაიგო, რომ თსსუ-ში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტებში პირველ ადგილზეა

879
ქველმოქმედება (2)

15 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სტუდენტმა ოლიკო კილაძემ სიურპრიზად გაიგო, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს შორის პირველ ადგილზე იმყოფება. თსსუ-მ წარმატებული აბიტურიენტი სიმბოლურად დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე სპეციალურად ოლიკოსთვის მომზადებული ვიდეო რგოლიც გაშუქდა, რომელიც მის წარმატებას ასახავდა. კადრები, სადაც სტუდენტი ამ ამბავს პირველად იგებს, მალევე ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ოლიკომ ათასობით მილოცვა მიიღო.

ოლიკო კილაძე თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტია. როგორც თავად იხსენებს, ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია სრულიად მოულოდნელად გაიგო:

„მეძინა, მამიდაჩემის ზარმა გამაღვიძა — ჩარიცხვები დაიდოო. რომ ვნახე, ძლიერი ემოციები შემომაწვა, ლამის ტირილი დავიწყე. შემდეგ ნათესავებს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩავირიცხე“, — ამბობს ოლიკო.

აღსანიშნავია, რომ ოლიკო კილაძემ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა წარმატებით დაამთავრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g