LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ და სად ანადგურებს სამედიცინო ნარჩენებს?

402

შპს ”ეკომედი,” რომელიც საქართველოს მასშტაბით, სამედიცინო და სახიფათო ნარჩენების გატანასა და გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს, სამედიცინო დაწესებულებებს ”პირველადი ინვენტარიზაციის” და ”ნარჩენების გეგმის” ფორმის შევსებაში ეხმარება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ეკომედმა” საკუთარ მომსახურებას აღნიშნული სერვისიც დაამატა. ”გარემოს დაცვის ახალი კანონის მიხედვით ყველა სამედიცინო დაწესებულებას შესავსები აქვს ”პირველადი ინვენტარიზაციის ფორმა”, რომელიც სამინისტროს 1 აგვისტომდე უნდა ჩაბარდეს. შესაბამისად, ჩვენს კონტრაქტორებს ვეხმარებით აღნიშნული ფორმის შევსებაში. რაც შეეხება ”ნარჩენების გეგმას,” ის წლის ბოლომდეა სამინისტროში გადასაგზავნი”, – აღნიშნეს ”ეკომედში”.

მათივე ცნობით, კომპანია იმ რეგულაციებისთვისაც ემზადება, რომლებიც 2017 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება. როგორც ”ეკომედში” განმარტეს, კომპანია სრულად არის აღჭურვილი უახლესი, თანამედროვე ბრიტანული დანადგარებით, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამავე სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისად კი, ამ ეტაპზე კომპანიაში მძღოლების გადამზადებაც მიმდინარეობს.

”ჩვენი მომსახურება მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. ”ეკომედის” კონტრაქტორები არიან სხვადასხვა სახის კერძო სტომატოლოგიური კლინიკები, ამბულატორიები, სტაციონარული საავადმყოფოები და სხვა სახის სამედიცინო დაწესებულებები. ჩვენი პარტნიორებს კი წარმოადგენენ: სამედიცინო კორპორაცია ”ევექს”-ის ყველა სამედიცინო დაწესებულება რეგიონებში, ”ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკები რეგიონებში, სსიპ სსდს რეგიონებში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკები, ”ალიანს მედის” და ახალი სამედიცინო ცენტრის კლინიკები, ”ავერსის” კლინიკები, ”არქიმედეს” კლინიკები, ასევე სხვადასხვა სახის ესთეტიკური ცენტრები”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტის „ინფექციური სამედიცინო ნარჩენების მართვა საქართველოში“ ფარგლებში ნიდერლანდების საწარმოთა მართვის სააგენტოსა (RVO nl) და ჰოლანდიურ კომპანია „ამეკო“-ს შორის, (“Ameco Environnmental Services BV” უტრეხტი ნიდერლანდენი) შედგა ხელშეკრულება სამედიცინო ნარჩენების მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს ”ეკომედი” არის პროექტის ქვეკონტრაქტორი და პროექტის ფარგლებში ახორციელებს თავის საქმიანობას.

როგორც ”ფორტუნას” ”ეკომედიში” განუმარტეს, სამედიცინო ნარჩენების განადგურების კუთხით ქვეყანაში გარკვეული სახის პრობლემები არსებობს. ”მიუხედავად არაერთი ზეპირი ტრეინინგისა, რომელიც ადგილზე უტარდება ნარჩენებზე პასუსისმგებელ პირებს, მომსახურების დამკვეთის მიერ არასწორად ხდება ნარჩენებთან მოპყრობა და დახარისხება, რაც გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებს ქმნის შემსრულებლისათვის”, – აღნიშნეს შპს ”ეკომედიში”

ცნობისთვის, ”ეკომედი” საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდანაა წარმოდგენილი. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია, გარემოს დაცვის სამნისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, სამედიცინო და სახიფათო ნარჩენების სწორად მართვა, მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის და სხვადასხვა სამედიცინო და არასამედიცინო უწყებებისათვის, ვისაც წარმოექმნება სამედიცინო ნარჩენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g