LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მიდის ევროპაში და ვინ პირველ ლიგაში: საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

53

22 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დასკვნითი, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა.
27-ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულმა, თბილისის „დინამომ“ ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი და მედლები “შუქურასთან” მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. სეზონის ბოლო შეხვედრაში “დინამომ” შუქურას 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლის ავტორი ვახტანგ ჭანტურიშვილი გახდა. ჩემპიონს თასი და მედლები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა. “დინამომ” ქვეყნის საუკეთესო კლუბის ტიტული მეთექვსმეტედ მოიპოვა. 2016-2017 წლის სეზონში კი იარაბეკის კლუბი საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარადგენს.

“დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა 38 წლის ალექსანდრე იაშვილის პროფესიონალურ კარიერაში უკანსკნელი მატჩი იყო. ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის და საქართველოს ნაკრებში 15 წლიანი მოაღვაწეობისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ვეტერან ფეხბურთელს სამახსოვრო მაისური გადასცა.

ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი “სამტრედია” გახდა. გია ცეცაძის გუნდი ჩემპიონ “დინამოს” 13 ქულით ჩამორჩა. უკანასკნელ ტურში კი კლუბი საკუთარ მოედანზე “სიონთან” 1:2 დამარცხდა. 22 წლიანი პაუზის შემდეგ “სამტრედიამ” ევრო საგზური მოიპოვა. კლუბი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. სამტრედიელებს ვერცხლის მედლები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა.

მესამე ადგილზე დაასრულა სეზონი 2014-2015 წლის ჩემპიონმა გორის “დილამ”. უჩა სოსიაშვილის კლუბი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. “დილამ” 30-ე ტურში “ზუგდიდი” 3:0 დაამარცხა. ბრინჯაოს პრიზიორმა კლუბმა მედლები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასგან მიიღო.
“სამტედიასთან” და გორის “დილასთან” ერთად ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს საჩხერის “ჩიხურა”. სოსო ფრუიძის გუნდმა უკანასკნელ შეხვედრაში თერჯოლის “საპოვნელას” 3:2 სძლია. საჩხერელებმა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულეს. “საპოვნელამ” კი უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და პირველ ლიგაში დაქვეითდა.

პირველ ლიგაში ითამაშებს მარტვილის “მერანიც”, რომელმაც ბათუმის “დინამოსთან” სტუმრად ფრედ 0:0 ითამაშა და უმაღლეს ლიგაში სეზონი მე-15 ადგილზე დაასრულა. 2015-2016 წლის სეზონში მე-14 ადგილი ზუგდიდის “ზუგდიდმა” დაიკავა. რეგლამენტის თანახმად კლუბი პირველი ლიგის მესამე ადგილზე გასულ გუნდს გადათამაშებაში დაუპირისპირდება. 29 მაისს “ზუგდიდის” მეტოქე ხობის “კოლხეთი” იქნება.
უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილი

გუნდი თ ქ
დინამო თბ 30 76
სამტრედია 30 63
დილა 30 62
ჩიხურა 30 57
სიონი 30 50
ტორპედო 30 48
ცხინვალი 30 46
დინამო ბთ 30 44
საბურთალო 30 39
შუქურა 30 35
გურია 30 27
კოლხეთი ფ 30 27
ლოკომოტივი 30 25
ზუგდიდი 30 23
მერანი 30 23
საპოვნელა 30 21

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g