LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეცვლის პრემიერს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში

391
123135736-1839057762898786-3314351919834393451-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეორე დღეა თვითიზოლაციაშია. დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი დაცვის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ყველას გვახსოვს, რომ გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდა, თვითიზოლაციაში გადასვლაზე უარი თქვა.

„თქვენ იმუშავებთ ჩემს ნაცვლად“? – იკითხა პრემიერმა.

ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ იდეა შემომთავაზოთ?- რატომ არ გადავიდა გახარია თვითიზოლაციაში

„ფორტუნა“ დაინტერესდა, ვინ იქნება ქვეყნის პირველი პირი და ვინ იმუშავებს პრემიერის ნაცვლად იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

გახარიას პრესსამსახურის უფროსმა ნინო წივწივაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გიორგი გახარია დისტანციურად მუშაობს.

„პრემიერ-მინისტრის ნაცვლად არავინ მუშაობს. თეორიულ სცენარებზე წინასწარ ვერ გესაუბრებით, მაგრამ იმ შეთხვევაში თუ მას კორონავირუსი დაუდასტურდა, მთავრობაში არსებობს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი. ამ ეტაპზე პრემიერი დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“ , – განაცხადა ჩვენთან საუბარში გახარიას პრესსამსახურის უფროსმა.

შეგახსენებთ, დღეს თვითიზოლაციაში გადავიდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათი ამეზვრიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g