LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეიკავა თავი და ვინ არ მისცა ხმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას

243
parlamenti

პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუწყვიტა.

პლენარულ სხდომას 94 დეპუტატი ესწრებოდა.

2 დეპუტატი, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანები არიან.

განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევდა „ევროპელი სოციალისტების“ წევრის დავით ზილფიმიანის გადაწყვეტილება, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ანზორ მელიას შვილისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერ დაუჭერდა.

იმ მელიას შვილს, რომელმაც ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტს ვერ მოვუხსნი: ზილფიმიანი

როგორც „ფორტუნას“ „ევროპელი სოციალისტების“ პარტიაში განუცხადეს, დავით ზილფიმიანი სხდომას ესწრებოდა, კენჭისყრაზე კი მან თავი შეიკავა და მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის არც მომხრე და არც წინააღმდეგი არ წავიდა. იგივე გადაწყვეტილება „ევროპელი სოციალისტების“ სხვა წევრებმა ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ და გელა მიქანაძემაც.

 

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატის შეჩერებას 88 დეპუტატმა 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა

პოპულარულები