LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს – საქართველოში ჩამოსულ მესამე პრეზიდენტს არავინ მიაკითხა, როდის გეგმავს ძმა ალაპარაკებას

1006
site_715X400 (9)

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს – მესამე პრეზიდენტის ძმა ალაპარაკებას აანონსებს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაციენტს უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებენ.

დავით სააკაშვილი „პირველებთან“ აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში მის თვალწინ მიმდინარეობდა, მაგრამ მოცემულ მომენტში მისი ოჯახისთვის პრიორიტეტი პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობაა და არა მოღალატეების მხილება.

„ბევრი მაქვს სალაპარაკო, ბევრი რამე მეც ვიცი, იმიტომ, რომ მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსაქმიანობდი უკრაინაში და ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს საუბრები, გადაწყვეტილებების მიღებები. შეიძლება ბევრი რაღაც მეც ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნება.

მიშა სრულიად ჯანმრთელი შევიდა საპატიმროში და ახლა გვაქვს მოცემულობა, გვაქვს საქმე ადამიანთან, რომელსაც დაკლებული აქვს 40-50კგ, მისი ჯანმრთელობა არის ძალიან შერყეული და მისის სიცოცხლე არის საფრთხეში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, კონკრეტული გვარები და სახელები, ჯერჯერობით ადრეა, თორემ, რა თქმა უნდა, ამას მოვიძიებ კიდეც. მოვა დრო, ყველაფერს დაერქმევა კონკრეტული თავის სახელი“.-  განაცხადა დავით სააკაშვილმა.

„ვინ უღალატა მესამე პრეზიდენტს“? ეს კითხვა „ნოდარ მელაძის შაბათში“ ელგუჯა ცომაიას, ვინც მესამე პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარა, დაუსვეს.

68 წლის ელგუჯა ცომაია ამბობს, რომ როდესაც ფოთის პორტიდან გამოვიდნენ, მიხეილ სააკაშვილი სანდო ადამიანისთვის უნდა გადაებარებინა და ამით მისია შესრულებული იქნებოდა, თუმცა სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ექსპრეზიდენტს არავინ მიაკითხა და პრეზიდენტმა მას სახლში წაყვანა სთხოვა.

„სტუმარი ღვთისაა, მის მასპინძლობაზე უარს ვერ ვიტყოდი“, – ამბობს ელგუჯა ცომაია.

შეგახსენებთ, 2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g