“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აფერხებენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, გასული არიან კანონს გარეთ, ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და მის აღსრულებას უშლის ხელს.” – “ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ შტურმის იდეა ზედმეტია.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ვინ დღეს კანონის ფარგლებს სცდება, არის ნიკა მელია:
“ჩვენ დღეს, გუშინ რასაც ვაკვირდებით ჩვენი ოპონენტების, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, ისინი აფერხებენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, გასული არიან კანონს გარეთ, ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და მის აღსრულებას უშლის ხელს. ასე, რომ ვინმეზე გადაბრალება, შტურმის იდეა არის ზედმეტი. ვინც დღეს კანონს გარეთაა გასული, არის ნიკა მელია და ის, ვინც მხარს უჭერს, რომ არ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.” – თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” განცხადება გაავრცელა და მმართველ გუნდს მიმართა, არ იფიქროს შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ.