LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერს ვინც ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს“ – მამუკა მდინარაძე

346
მამუკა მდინარაძე - მამა შალვა კეკელია

ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე გამოეხმაურა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას დღევანდელ მიმართვას, სადაც ის ამბობს: „ტაძარში მოგვივარდნენ, დაიწყეს ყვირილი, მოღალატეებო, გამოდით, ეგ არის ევროპულობა? კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიებში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა“.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს.

„ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ვერ გაიმარჯვებენ. ვეღარასდროს. ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს. ჩემი დიდი პატივისცემა მამა შალვას“, – წერს მდინარაძე.

„ვეღარასდროს! ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს! ჩემი დიდი პატივისცემა მამა შალვას! 🙌“, – წერს მამუკა მდინარაძე.

„მამა შალვა კეკელიას ზნეობას უწუნებენ ის ადამიანები, ვინც მიხაილ როთს მუხლებზე უჩოქებენ და ტაშს უკრავენ…“ – რატი იონათამიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g