LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს, გადაარჩენს მთელს სამყაროს“- გავიხსენოთ ემოციური კადრები ფილმიდან „შინდლერის სია“

2447
shindleris-sia-news45

27 იანვარს მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებული ამ უპრეცედენტო მასშტაბის გენოციდს დღეს უკვე ისტორია ინახავს და ამ საშინელი ტრაგედიიდან 75 წელია გასული. ალბათ ყველაზე მეტად ამ ტრაგიკულ ისტორიას თავისი სულისშემძვრელი პატარ-პატარა იტორიებით, სტივენ სპილბერგის ლეგენდარული ფილმი, „შინდლერის სია“ გვახსენებს. „ვინც გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს, გადააჩენს მთელს სამყაროს“, ასეთია ფილმის სლოგანი, რომელიც აქამდე ნანახ ყველა ფილმს შორის, ალბათ ყველაზე ადამიანური და ამევე დროს, ტრაგიკულიცაა.

1993 წელს გადაღებულ ამ ისტორუილ ფილმს სტივენ სპილბერგის შედევრი უნდა ვუწოდოთ. ფილმი დაფუძნებულია ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის რომანზე „შინდლერის კიდობანი“ და ის გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერის ცხოვრებაზე გვიყვება. მან ათასზე მეტ ებრაელს სიცოცხლე შეუნარჩუნა და ჰოლოკოსტისგან იხსნა. ფილმში მთავარ როლებს ლაიამ ნისონი და რალფ ფაიენსი ასრულებენ.

„შინდლერის სიას“ მიღებული აქვს 7 „ოსკარი“, მათ შორის ,,წლის ფილმისა” და ,,წლის რეჟისორის” ნომინაციაში. „ფორტუნა“ ამ გენალურ კინოსურათს შავ-თეთრი ფოტოებით გახსენებთ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები