LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახსოვთ წითელპალტოიანი გოგონა „შინდლერის სიიდან?“ –  ის პოლონეთში უკრაინელების დასახმარებლად ჩავიდა

525
olivia

მსახიობი ოლივია დაბროვსკი ყველას დაგვამახსოვრდა სტივენ სპილბერგის ლეგენდარული ფილმიდან „შინდლერის სია“. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მხოლოდ ეპიზოდური როლი ჰქონდა, ყველას ახსოვს ერთადერთი ნათელი კადრი „ოსკაროსანი“ ფილმიდან. „გოგონა წითელ პალტოში“, ასე იცნობს მას მსოფლიო.

ამჯერად 32 წლის ოლივია პოლონეთში იმყოფება, სადაც ის უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ჩავიდა. მედიაში წერენ, რომ ლეგენდარული ფილმის გმირი, ნამდვილ გმირად იქცა რეალურ ცხოვრებაშიც: „ეს გოგონა ყოველთვის იყო იმედის სიმბოლო, დაე, ახლაც ასე იყოს“ – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

მსახიობმა თავად გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“ ფოტო, სადაც ყვითელ ჟილეტში გამოწყობილი, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან დგას.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები