LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი შინდლერის“ ტრაგიკული ბედი – როგორ გადარჩა 20 ათასი ებრაელი ქართველების წყალობით

510
შინდლერი

სტივენ სპილბერგის დრამამ “შინდლერის სია” შვიდი “ოსკარი” დაიმსახურა. კინოშედევრი ცნობილი ავსტრალიელი მწერლის, თომას კენელის არანაკლებ გახმაურებული წიგნის, “შინდლერის კიდობნის” ეკრანიზაციაა.

ემოციის გარეშე ვერ მივადევნებთ თვალს სიუჟეტს. გასაოცარია, როგორ შეძლო ერთმა გერმანელმა მეწარმემ დაღუპვისგან ეხსნა 1200-მდე ებრაელი ჰოლოკოსტის დროს მეორე მსოფლიო ომის წლებში.

შინდლერის სია – ფილმი, რომელიც ...

ბევრმა არ იცის, რომ ქართველებსაც გვყავს “ჩვენი შინდლერი”.

როგორც ცნობილია, ადამიანების ნაბიჯების ერთგვაროვნად შეფასება ძნელია. ასეთი შემთხვევები ბიბლიაშიც კი აღწერილია. შორეულ ეპოქაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მართალ საქმეებს არ სჩადიოდნენ. ამასთან, გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ არასწორ საქციელს თითქმის მთლიანად გადაფარავდა ხოლმე მათივე კეთილი ქმედებები.

დაახლოებით ამდაგვარი რამ მოხდა ქართველი ემიგრანტის, იოსებ ელიგულაშვილის თავს. ბედის წყალობით, ის „ქართველი შინდლერი“ გახდა.

საქართველო მე-20 საუკუნამდე წარმოადგენდა საკმაოდ საინტერესო ანკლავს, სადაც მჭიდროდ ცხოვრობდნენ მთის ხალხები. აქ საკუთარი ადგილი ნახეს ებრაელებმაც, რომლებმაც მკვიდრ მოსახლეობასთან საერთო ენა გამონახეს. ისინი ადგილობრივებისგან არ გამოირჩეოდნენ. საკუთარ ტრადიციებს და ამავდროულად ყველაფერს ქართულს იყენებდნენ – ენას, სამოსს და გვარსაც კი. და თუ გავითვალისწინებთ ტრადიციულ ებრაულ შრომისუნარიანობას, მათ შეეძლოთ საკმაოდ მაღალი თანამდებობების მიღება სხვადასხვა სფეროში.

აი, ასეთ ფონზე, მე-19-20 საუკუნის ზღვარზე, ქუთაისში, კომერსანტისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახში, არონა ელიგულაშვილს ეყოლა შვილი, იოსები.
ინტელექტუალი ბიჭი პირველადი განათლების მიღების შემდეგ, უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვში გაგზავნეს, სადაც პოლიტოლოგიისა და ვაჭრობის ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლა პირველი მსოფლიო ომის დროს 1916 წელს დაამთავრა. სტუდენტობისას ის რევოლუციურ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან ურთიერთობდა და შინ დაბრუნებული რევოლუციაში აქტიურად ჩაერთო.

ქვეყანაში რთული მდგომარეობა იყო. 1917 წლის შემდეგ იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. მის ნანგრევებზე ახალმა სახელმწიფოებმა დაიწყეს აღმოცენება. ერთ-ერთი მათგანი იყო საქართველოს რესპუბლიკა. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთმა ხელი ელიგულაშვილმაც მოაწერა, როგორც ადამიანმა, რომელსაც უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული. ელიგულაშვილის კარიერა სულ წინ მიდიოდა. ერთი წლის განმავლობაში მან რამდენჯერმე შეიცვალა მაღალი თანამდებობა. 1919 წელს კი საქართველოს რესპუბლიკის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი გახდა.

მალე, როგორც კარგი ეკონომისტი, ევროპაში გაგზავნეს, სადაც ელიგულაშვილს თავისი პატარა რესპუბლიკის ინტერესები უნდა დაეცვა. როგორც ჩანს, მისი მოღვაწეობა ევროპაში წარმატებული იყო, რადგან ომისგან დანგრეულ ევროპაში საქართველოს ეკონომიკისთვის თანხები მოიძებნა. თუმცაღა დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკას დიდხანს არსებობა არ ეწერა. მას შემდეგ, რაც 1920 წელს საბჭოთა რუსეთი თავის ძირითად მტერს გაუსწორდა, გადაწყვიტა, პერიფერიული ტერიტორიები დაებრუნებინა. 1921 წელს საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი გახდა. ელიგულაშვილი ემიგრაციაში აღმოჩნდა და  საფრანგეთის დედაქალაქში დაფუძნდა.

პარიზი იმ დროს თავშესაფარი გახდა რუსი ემიგრანტებისთვის, მათ შორის იყო მნიშვნელოვინი ჯგუფი საქართველოდან, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით უარი თქვეს საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობაზე. ახალ ადგილზე ქართული დიასპორა ევროპული ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას ცდილობდა. თავად ელიგულაშვილმა პატარა ფირმა დაარსა, რომელიც ბამბის თეთრეულს ამზადებდა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, როგორ მაღალ თანამდებობას იკავებდა საქართველოს ისთებლიშმენტში, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ ამ ბიზნესს არ მოჰქონდა მოგება იოსებისთვის.

Иосеб Елигулашвили - грузинский «Шиндлер»

ის ინარჩუნებდა ურთიერთობას დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილ ჩინოვნიკებთან, რაც ძალიან მალე მას გამოადგა კიდეც.

1939 წელს დაიწყო პირველზე გაცილებით უფრო სისხლიანი, მეორე მსოფლიო ომი. 1940 წელს პარიზში გერმანიის ჯარები შევიდნენ და დაიწყო საფრანგეთის ოკუპაცია. იოსებ ელიგულაშვილი, როგორც ებრაელი, მალევე დააკავეს და აი აქ მას მხსნელად მოევლინა დამოუკიდებელი საქართველოს უსაფრთხოების მინისტრის შვილი მიხეილ კეიდია, რომელსაც გერმანიაში ბევრი ნაცნობი ჰყავდა. მისი წყალობით გერმანიის ანტისემიტური მანქანა შენელდა და იოსები გაათავისუფლეს.

Iverieli: მიხეილ კედია

ემიგრაციაში მყოფი მიხეილ კეიდია. ფოტოს მფლობელია სალომე ზურაბიშვილი, გადაღების თარიღი უცნობია

 

რამ იქონია გავლენა იოსებ ელიგულაშვილის გათავისუფლებაში ახლა ამის განსჯა ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ შემდეგ დაიწყო ნამდვილად საოცარი ამბავი.

შესაძლოა, ქართველმა ემიგრანტებმა გადაწყვიტეს, რამენაირად დახმარებოდნენ ებრაელებს, რომლებსაც ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ არაშესაშური ბედი ელოდათ. ელიგულაშვილი-კედიას დუეტმა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. ერთად მათ შექმნეს ფსევდო-სამეცნიერო მემორანდუმი, რომელიც სინამდვილედ შეიძლება მხოლოდ ნახევრად განათლებულებს მიეღოთ. ამ ოპუსში მეგობრებმა დაამტკიცეს, რომ ქართველები და ებრაელები ფაქტობრივად ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. ერთმანეთს გვანან, ლაპარაობენ ერთ ენაზე და ერთნაირად იცვამენ კიდეც.
დოკუმენტი შეივსო გარკვეული მეცნიერების კვლევების მითითებით. მასში ხაზგასმული იყო, რომ ქართველ ებრაელებს არ აქვთ კომუნისტური ან სიონისტური მისწრაფებები.
ხსენებული მემორანდუმი ელიგულაშვილმა მეცნიერული არგუმენტებითაც გაამყარა და აღნიშნა:

1. ქართველები არიან დოლიქოკეფალები (გრძელთავიანები), ებრაელები – ბრაქიკეფალები (მოკლეთავიანები). ვინაიდან ქართველი ებრაელებიც დოლიქოკეფალები არიან, ისინი ეთნიკურად არიან ქართველები და არა სემიტი ებრაელები;

2. ქართველი ებრაელები წარმოიშვნენ კავკასიაში გადასახლებულ ქალდეველთა იუდაიზაციის შედეგად;

3. თავის ქალის ფორმის გარდა, ქართველ ებრაელებს ქართველებთან აკავშირებთ: ცხვირის ინდექსი, ნიკაპის პროპორციები, საერთო ფიზიკური კონსტიტუცია.

რთული სათქმელია, რისი იმედი ჰქონდათ, ელიგულაშვილ-კედიას, როდესაც ოპუსს ქმნიდნენ და პარიზში ოკუპანტ ხელმძღვანელობას უგზავნიდნენ.

საოცარია, მაგრამ ხრიკმა იმუშავა.

ემიგრანტებს მისცეს უფლება მოეძებნათ ქართველი ემიგრანტები, რათა მათთვის საფრანგეთის საზღვრების დატოვების უფლება მიეცათ. მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყეს.

მიხეილ კედიას დაეკისრა კონტროლი ქართველი ებრაელებისათვის პირადობის მოწმობის გაცემაზე. ამისთვის შექმნა ქართველ ებრაელთა კომიტეტი, რომელსაც სათავეში იოსებ ელიგულაშვილი ჩაუდგა.

მეგობრებმა დაიწყეს სამხედრო ბანაკებში სიარული ებრაელების მოსაძებნად. ნამდვილი პასპორტების ნაცვლად მათ აძლევდნენ ყალბს, სადაც ქართველ ებრაელებს გვარს უცვლიდნენ და ამატებდნენ „შვილს“ ან „ძეს“, რის შემდეგაც ებრაელები, რომლებსაც შესაძლოა, არც სცოდნოდათ საქართველოს არსებობა, შეეძლოთ ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვება.

იმაზე, თუ რაოდენ უზარმაზარი ამოცანა შეასრულეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქართველებმა, მეტყველებს შემდეგი ფაქტი. საფრანგეთში გარდაუვალ სიკვდილს 20 ათასმა ე.წ. ქართველმა ებრაელმა დააღწია თავი და, რაც უფრო მეტად გასაკვირია, თავად ელიგულაშვილსაც გამოუვიდა ნაცისტური ოკუპაციისთვის თავის დაღწევა.

ის ბუნებრივი სიკვდილით ომის დამთავრებიდან შვიდი წლის შემდეგ გარდაცივალა, 1952 წელს, პარიზში.

გერმანიის დამარცხების შემდეგ, მიხეილ კედია ჟენევაში გადასახლდა.

"ქართველი შინდლერი" - როგორ იხსნა მი­ხე­ილ კე­დი­ამ მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი საკონცენტრაციო ბანაკისგან?!

ოჯახის, მეგობრებს მოშორებულმა, არტერიოსკლეროზით დაავადებულმა, მარტომ იკისრა პასუხისმგებლობა გერმანელებთან „კოლაბორაციონიზმზე“ და არ დაასახელა სხვები, თუმცა მრავალი საბუთის წარდგენა შეეძლო.

1955 წელს უსახსროდ, უიმედოდ დარჩენილმა ნებაყოფლობით მოისწრაფა სიცოცხლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები