LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა ჰყვება გოგო „შინდლერის სიიდან“, რომელიც პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება

113
BeFunky-collage (1)

მსახიობი ოლივია დაბროვსკი ყველას დაგვამახსოვრდა სტივენ სპილბერგის ლეგენდარული ფილმიდან „შინდლერის სია“. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მხოლოდ ეპიზოდური როლი ჰქონდა, ყველას ახსოვს ერთადერთი ნათელი კადრი „ოსკაროსანი“ ფილმიდან. „გოგონა წითელ პალტოში“, ასე იცნობს მას მსოფლიო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, რომ 32 წლის ოლივია პოლონეთში იმყოფება.

გახსოვთ წითელპალტოიანი გოგონა „შინდლერის სიიდან?“ – ის პოლონეთში უკრაინელების დასახმარებლად ჩავიდა

რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება – დეტალებზე ოლივიამ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ ექსკლუზიურად ისაუბრა.

„ომის პირველი დღეები ძალიან მძიმე იყო. აღელვებული, ცოტა შეშინებული ვიყავი. მაგრამ, ამ დღეების შემდეგ, ვესაუბრე  ახლობელ მეგობარს და მან საკუთარი თავის რწმენა ჩამინერგა. მითხრა, რომ ლტოლვილებს უნდა დავხმარებოდი და გადავედით სწორედ,  აქტივობაზე, რასაც ჰქვია ხალხის დახმარება.

დედასთან ერთად საზღვარზე წავედი. ის იყო საჭესთან, რადგან მართვის მოწმობა არ მაქვს. დავიწყეთ ხალხის ტრანსპორტირება სხვადასხვა ქალაქებში. ვეძებდით მათთვის უსაფრთხო ადგილს. ჩვენ დავიწყეთ თანხების მოგროვება. დავდეთ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც.

მე ძალიან დიდ პარალელს ვხედავ ამ ფილმსა და უკრაინაში ომს შორის. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ბავშვები, ქალები. რის გამო?.. როგორც ნახსენებია ფილმში ასევე, ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანია დაღუპული უკრაინაში. არ ვიცი, რატომ ხდება ეს 21-ე საუკუნეში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისტორია. არ უნდა დაგვეშვა, რომ თავიდან მომხდარიყო,“ – ამბობს ოლივია დაბროვკსა.

გაიხსენა ფილმის გადაღების მომენტიც:

„მე ბევრი არაფერი მახსოვს, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. ემოციური მხარე მახსოვს. ადრე უნდა ავმდგარიყავი გადაღების დროს. ძალიან მეზარებოდა ადრე ადგომა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის. მე ომის შესახებ არ ვიცოდი. მაგრამ, ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. მახსოვს ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი ჩემს გარშემო.

„შინდლერის სიის“ შემდეგ, მე რაღაც პერიოდი პოლონურ ფილმებსა და რეკლამებში გამოვდიოდი. მაგრამ, ეს არ იყო დიდი სამსახიობო კარიერა. შემდეგ, გადავწყვიტე ეს დამესრულებინა. ალბათ, ცხრა წლის ვიყავი. ახლა ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. როგორც ყველა. მაქვს სამსახური. თვითდასაქმებული ვარ,“ – ამბობს ოლივია დაბროვკსა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები